ნიკა გვარამია: დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2” დახურა. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, ხელისუფლებამ “რუსთავი 2″-ის დახურვით დაიწყო.
არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან”, – განაცხადა გვარამიამ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომპანიას გადაკეტილი აქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ. ამასთან ტელეკომპანიის დირექტორმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები