ნიკა გვარამიამ საბანკო რეკვიზიტები გაასაჯაროვა: “დაეხმარეთ რუსთავი 2-ს”
“დაეხმარეთ რუსთავი 2-ს” – აღნიშნული მოწოდება ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა და თან საბანკო რეკვიზიტები გაასაჯაროვა.
“ის, რომ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს, ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, ტელეკომპანიას გადაკეტილი აქვს ყველა ფინანსური არხი.