ლაშა აბაშიძე: ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება ახალ ხელმძღვანელთან ერთად მოხდება.
“ქალაქში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით. ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა განვავითაროთ თბილისი. შესაბამისად, იქნება ახალი ხელმძღვანელი და სწორედ მასთან ერთად მოხდება ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ სუდაძემ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები