ვისი ხარჯებით დაესწრნენ საკრებულოს დეპუტატები ბრისტოლში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მატჩს

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკრებულოს დეპუტატები ბრიტანეთში ბიუჯეტის ხარჯზე რაგბის თამაშს დაესწრნენ.
როგორც „კვირას“ პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის საკრებულოს დეპუტატები: მალაღურაძე, ჯოხაძე, კობალაძე, და მჭედლიშვილი ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ბრისტოლის მერს შეხვდნენ.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა და ინფორმაცია თბილისის საკრებულომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 28 სექტემბერს განათავსა. www.facebook.com12063939_412648745607981_358234886_n
როგორც „კვირას“ პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის საკრებულოს დეპუტატების ვიზიტს დაემთხვა საქართველოს ნაკრების თამაში და მათ რაგბის თამაშზე დასასწრებად ბილეთები არა ბიუჯეტის არამედ საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი-მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატები ბიუჯეტის ხარჯზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრნენ, რაშიც 30 000 ლარი დაიხარჯა. ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.
„თბილისის საკრებულოს დეპუტატები: მალაღურაძე, ჯოხაძე, კობალაძე, მჭედლიშვილი, რომ ჰკითხოთ დიდ ბრიტანეთში საქმიანი ვიზიტი ჰქონდათ, არადა ბიუჯეტის ხარჯზე რაგბის საყურებლად წვიდნენ. ჯამში 30 000 ლარი დაგვიჯდა მათი სპორტული გასეირნება. ვერ მოიშალეს ხალხის ხარჯზე გართობა. არადა ამათი დათვლილი ჩაი და საპონი მახსოვს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

12047211_412648808941308_957941257_n

12067859_412648805607975_525635655_n

12087624_412648812274641_908971516_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები