თემურ გრიგალაშვილი დავით ნარმანიას მიმართავს – დედაქალქის მერიაში საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თბილისი” წევრმა თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და დედაქალქის მუნიციპალიტეტის მერიაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რაიონულ გამგეობებსა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს სამსახურეობრივ გულგრილობას. დეპუტატმა მაგალითისთვის საბურთალოს რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოიყვანა და ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, კეთილმოწყობის სამსახური, ხშირ შემთხვევაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ხელშეკრულებას იმ კომპანიებს უფორმებს, რომლებთანაც გარკვეული ინტერესი არსებობს.
თემურ გრიგალაშვილმა დედაქალაქის მერს რეაგირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის მერიაში შემავალი სხვადასხვა უწყების შემოწმება დაიწყო. მათ შორის, კეთილმოწყობის სამსახურის, თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე სამგორისა და გლდანის გამგეობების.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები