უეფა ფედერაციის არჩევნებს დააკვირდება

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩვენების არსებული წესდების დაცვით ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, უეფა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ორ დამკვირვებელსაც გზავნის, რომლებიც თბილისში არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩამოვლენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, 30-მდე ქართული კლუბისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წერილი გახდა.
„რამდენადაც უეფას ძალაუფლება, ჩაერიოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში, არის შეზღუდული – როგორც წესი – უეფა ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის წევრი ასოციაციები მსგავსი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პატივს სცემენ რელევანტურ საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას).
წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არარსებობის თაობაზე გამოთქმული პრობლემატიკის გათვალისწინებით (რომელიცაღწერილია ორ თანდართულ წერილში), უეფას ადმინისტრაციიდან ორი წარმომადგენელი (დავით პეტრიაშვილი, უეფას ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი და მე) ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე ვეწვევით საქართველოს, რათა:
თანდართულ ორ წერილში მოყვანილი სხვადასხვა საკითხები განვიხილოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის კანდიდატებთან);
შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოთ, რომ სარჩევნო პროცესი წარიმართოს სამართლიანად დ ადამოუკიდებლად და რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პრეზიდენტად არჩევისთვის თანაბარი შესაძლებლობები;
თავიდან იქნას აცილებული, საარჩევნო პროცესში უეფას გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის.
ჩვენ (დავითი და მე) ველით თქვენთან შეხვედრას თბილისში, ხუთშაბათს“, – ნათქვამია უეფას წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები