თბილისში, მედიის თავისუფლების საკითხებში მე-12 მედია კონფერენცია იმართება

თბილისში, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიის მე-12 მედია კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში, რომელიც 29-30 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.
29 სექტემბერს, ღონისძიების გახსნას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციაზე დამსწრე დელეგატებს.
თავის გამოსვლაში, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ მედიის თავისუფლების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და მადლობა გადაუხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს აქტიური თანამშრომლობისთვის.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართა დუნია მიატოვიჩისა და ხათუნა თოთლაძის ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ მუშაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები