იან კელი: მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკა მწუხარების დროს თქვენთანაა

ამერიკელი ხალხის სახელით ვიმყოფები აქ, რათა ღრმა მწუხარება გამოვხატო და დაგარწმუნოთ, რომ ამერიკა მწუხარების დროს თქვენთანაა, – ასე მიუსამძიმრა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახსა და ქართველ ხალხს.
კელის თქმით, საქართველომ, ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის სახით, გმირი შვილი დაკარგა.
„ჩემ მეუღლე ფრანჩესკასთან ერთად, დღეს, ამერიკელი ხალხის სახელით ვიმყოფები აქ, რათა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო. საქართველომ ერთ-ერთი მამაცი და გმირი შვილი დაკარგა. ვასილი იმ მიზნით იყო ავღანეთში, რა მიზნითაც ჩვენ ვართ. ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენთვის საერთოა. ამ მწუხარების დროს, ვასილის ოჯახს, ქართველ ხალხს ვუსამძიმრებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკა მწუხარების დროს თქვენთანაა“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები