დავით სერგეენკო ჟუჟანა ჯაკაბს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს ჟუჟანა ჯაკაბს შეხვდა.
მხარეებმა C ჰეპატიტისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე ისაუბრეს. ჟუჟანა ჯაკაბმა აღნიშნა, რომ საქართველო მისაბაძი მაგალითია ევროპული ქვეყნებისთვისაც კი, სწორედ ამ ორი პროგრამის განხორციელებისა და სწორი ადმინისტრირებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს დაუჭერს საქართველოს როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო რეფორმების განხორციელების პროცესში.
მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვა პროექტებზეც ისაუბრეს, მათ შორის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამებზე, რომლებზედაც სწორედ ამ დღეებში იმართება რეგიონული შეხვედრა „გზა წარმატებისკენ“. დავით სერგეენკოს თქმით, ის მოხარულია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობის ღონისძიების მასპინძელი სწორედ საქართველოა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები