ნინო გოგუაძის ინიციატივით, ახალგაზრდა მოხალისეები დასუფთავების კამპანიაში ჩაერთვნენ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის ნინო გოგუაძის ინიციატივით, მსოფლიოს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დასუფთავების კამპანიაში – „დავასუფთავოთ მსოფლიო! დავასუფთავოთ საქართველო“ ფრაქციის თანამშრომლები და მოხალისეები ჩაერთვნენ.
დეპუტატმა ფრაქციის თანამშრომლებთან ერთად კრწანისის ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ხევი დაასუფთავა.
დასუფთავების აქცია სამი დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები