ბათუმში გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

 

ბათუმში გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პროკურატურასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, პაპუაშვილი არა კონსტიტუციასა და სამართლიანობას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავს.

აქციაზე იპოთეკით დაზარალებულები, უვადო პატიმრების ოჯახის წევრები და ყოფილი პოლიტპატიმრები იმყოფებოდნენ.

„გავიგეთ, რომ პაპუაშვილი გაიქცა საქართველოდან, წავიდა სტრასბურგში. თურმე მას ავიწროვებენ, თურმე მას შეურაცხყოფას აყენებენ… მე მინდა იცოდეს, არა მარტო პაპუაშვილმა, არამედ სხვა ყველა იმ პირმა, რომელიც წლების განმავლობაში იმის მაგივრად, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახურება ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ავტორიტარულ რეჟიმს, ყველას ასეთი ბოლო ელის“, – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები