“პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს: თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა გიგი უგულავას დამნაშავედ მიიჩნევს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რომლითაც გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის მასშტაბით სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. „პოზიციამ“ შემთხვევით შერჩეულ მოქალაქეებს ერთადერთი შეკითხვით მიმართა: „თქვენი აზრით, დამნაშავეა თუ არა გიორგი უგულავა?“ – რაზეც მოსახლეობის უმრავლესობამ უპასუხა, რომ უგულავა დამნაშავეა. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 62,5% (534 ადამიანი) თვლის, რომ გიგი უგულავა არის დამნაშავე, 18,7% (160 ადამიანი) თვლის, რომ უდანაშაულოა, 13,3% (114 ადამიანი) ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 5.4%-ს (46 ადამიანი) უჭირს პასუხის გაცემა.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და 854 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვისათვის ორგანიზაციამ ისარგებლა თბილისში რეგისტრირებული სტაციონალური სატელეფონო ნომრების ბაზით (სატელეფონო ცნობარი). გამოკითხვა ჩატარდა 16 სექტემბერს.