თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თექვსმეტი საკითხი განიხილეს.
სხდომას კომისიის წევრების გარდა წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე – შორენა ბუხრაშვილი და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი – ბიძინა გიორგობიანი დაესწრნენ. ბიძინა გიორგობიანმა დეპუტატებს მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგიის შესახებ პროექტი წარუდგინა.
მისი განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობისას ყველა ის შენიშვნა და წინადადება იყო გათვალისწინებული, რომლებიც როგორც საკრებულოს, ასევე სხვა კომპეტენტური სამსახურების მხრიდან იყო წარმოდგენილი.
მისივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი სტრატეგიის განსახორციელებელ პროგრამაზე მერიის საქალაქო სამსახური საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და აგრეთვე გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუშაობდა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საკრებულოსა და მერიის აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები