შალვა ხაჭაპურიძე: ტურავას რომ პაპუაშვილი დაუწყებს სამართლის სწავლას, მიმიფურთხებია იმ ქვეყნისთვის

ტურავას რომ პაპუაშვილი დაუწყებს სამართლის სწავლას, მიმიფურთხებია იმ ქვეყნისთვის -ასე ეხმაურება ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების შემდეგ განვითარებულ პროცესებს.
„ტურავას რომ პაპუაშვილი დაუწყებს სამართლის სწავლას, მიმიფურთხებია იმ ქვეყნისთვის. ტურავას დონის იურისტები რომ გაყარეთ სისტემებიდან, მიტომ ვართ დღეს ამ საგიჟეთში. 90% დღესაც ადეიშვილის დაფრთიანებული  კადრია სისტემებში და სულაც არ მიკვირს, ისინი რომ ვერ ჩაწვდნენ ტურავას სამართლებრივ აზროვნებას. მათ რომ კარგი მეცადინეობა დაიწყონ, მინიმუმ 20 წელი დასჭირდებათ, არათუ ტურავას სამართლებრივ დონემდე მივიდნენ, არამედ გაიგონ, რას ამბობს ტურავა. პაპუაშვილზე აღარაფერს ვამბობ. მეტყველებაში და გადაწყვეტილების წაკითხვაში ეტყობოდა სამართლებრივი კვალიფიკაცია. და კიდევ, დისციპლინური დევნა კი არა, მართლა გეყოთ თავხედობა!“,- წერს შალვა ხაჭაპურიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები