დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს სხდომას გამართავს

ყურძნის ჩაბარების ფასის საკითხზე კახელი მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომას გამართავს. ამის თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
“პარასკევს, როდესაც კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც გიორგი ღვინიაშვილის ინიციატივითა და „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მევენახეები მოვიდნენ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ორშაბათს ან სამშაბათს კომიტეტის სხდომას ჩავატარებდით. ამ სიტყვას არ გადავალთ. ჩვენ სამშაბათს ვაპირებთ კომიტეტის სხდომის ჩატარებას”, – განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები