მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.\
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას კომიტეტის სამეთვალყურეო და მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის სამოქმედო გეგმა; ასევე, ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე; განისაზღვრა უახლოეს მომავალში განსახორციელებელი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები