დავით ნარმანია: ავტომანქანების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ქალაქის ქუჩები გაატარებს

„ავტომანქანების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ტიპის ქალაქი და ჩვენი ქუჩები გაატარებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქში შექმნილ საცობებსა და შეფერხებებზე კომენტარისას განაცხადა.
დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე მუშაობა, რომელიც ნაწილობრივ შეამცირებს საცობებს, თუმცა სრულად ეს შეუძლებელი იქნება.
„გზის ნაწილი დღეს დილას, რვა საათზე გავხსენით, მეორე ნაწილი ხვალ დილისთვის გაიხსნება.
ნაწილობრივ ეს დასტაბილურდება მას შემდეგ, რაც ვაკე-საბურთალოზე მოძრაობა მთლიანად აღდგება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროექტი და პროგრამა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ემსახურება საცობების ნაწილობრივ შემცირებას ქალაქში. სრულად ეს შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ავტომანქანების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ტიპის ქალაქი და ჩვენი ქუჩები გაატარებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილიდან საცობებია დედაქალაქის ქუჩებში. შეფერხებები გზებზე სარემონტო სამუშაოებსა და სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება. დილიდან შეზღუდვები იყო გმირთა მოედანზე, სააკაძის მოედანზე, თავისუფლების მოედანსა და ავლაბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები