წელს IBSU-ში 537 სტუდენტი ჩაირიცხა

წელს IBSU-ში 537 სტუდენტი ჩაირიცხა. როგორც “კვირას“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მათ შორის 91 სტუდენტი ოქროსმედალოსანია, 23-მა სტუდენტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, 53-ი კი სამეცნიერო – სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გავიდა.
„ყველა მათგანი IBSU-ში უფასოდ ან ნაწილობრივი დაფინანსებით ისწავლის. ჩარიცხულთაგან სახელმწიფო გრანტი 219-მა სტუდენტმა მიიღო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ამ უდიდეს წარმატებას როგორც სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს“,-აღნიშნულია IBSU-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11992047_1605484066378830_1378016626_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები