უკრაინის რადა რამდენიმე დღეში ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებას განიხილავს

უკრაინის უმაღლესი რადა მიმდინარე კვირას ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის და ვიცე-პრემიერ ვალერი ვოშევსკის გადადგომის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ გროისმანი ავრცელებს.
„ჩვენ განსახილველი გვაქვს საკადრო საკითხები და უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვაქვს საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ ორი განცხადება. ესენია ჯანმრთელობის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის და ვიცე-პრემიერ ვალერი ვოშევსკის განცხადებები“, – განაცხადა გროისმანმა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერების საბჭოს სხდომაზე.
ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ დაწერა, მაგრამ ეს თხოვნა არც პარლამენტში და არც მთავრობაში არ განუხილავთ. რადის დეპუტატთა ნაწილი კვიტაშვილის რეფორმების ტემპით უკმაყოფილოა. კვიტაშვილი კი დეპუტატებს იმ ბიზნესჯგუფების ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს, რომლებიც რეფორმების განხორციელებით დაინტერესებულები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები