გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს.
“ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ როშ ჰაშანას დღესასწაულს – ახალი წლის დადგომას. დაე, ეს წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის სასიკეთო განახლების, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი.
ქართველთა და ებრაელთა საუკუნო მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის ჩვენი ისტორიისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს“, – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები