საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 100 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრები მოქალაქეების განცხადებებს თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.
კომისიის წევრები მოსახლეობის წერილებზე უშუალოდ განმცხადებელთან ერთად მსჯელობენ. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მისამართით გაჩნდა დამატებითი კითხვები, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება.
აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები