ფეხბურთის ფედერაციაში გუნდების გაწევრიანების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

ფეხბურთის ფედერაციაში გუნდების გაწვერიანების თაობაზე გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ.
ფედერაციაში გაწევრიანების მსურველ 24 გუნდთან დაკავშირებით, რომელსაც აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე ყველა საჭირო საბუთი უნდა წარედგინა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
როგორც აღმასკომის სხდომიდან გამოსულმა თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, ფედერაციაში გუნდების გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ და დღეისათვის ფედერაციას არც ერთი გუნდი არ შემატებია. „ვფიქრობ, გადაწყვეტილება უფრო სერიოზულად უნდა იყოს მიღებული, ამისთვის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნება, დღეისათვის ფედერაციას არცერთი გუნდი არ მიუღია. პირადად მე წინააღმდეგი ვიყავი“, – განაცხადა რომან ფიფიამ.
აღმასკომის სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები