იუსტიციის სახლის ვებგვერდს დღეიდან აფხაზურენოვანი ვერსია შეემატა

იუსტიციის სახლის ახალ ვებგვერდს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა.
დღეიდან შესაძლებელია, რომ მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც მიიღონ.
იუსტიციის სახლის ვებგვერდზე, აფხაზურ ენაზე მომხმარებელი მოიძიებს სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, აღსრულების, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და სხვა იმ სერვისებს, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლის მეშვეობით გასცემენ.
აფხაზურ ენაზე დეტალურად არის აღწერილი პასპორტის, პირადობის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ქორწინების, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, მოქალაქეობის მინიჭების, სახელისა და გვარის შეცვლის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის, მემკვიდრეობის საკითხების და სხვა საჭირო სერვისების შესახებ ინფორმაცია.
სერვისების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ასევე გაცემის ვადები და სხვა საჭირო ინფორმაცია.
აფხაზურ ენაზე მზადდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიც, რომელიც უახლოეს პერიოდში ასვე ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები