კაჭრეთის „ამბასადორში“ გოლფის “ჩემპიონთა თასის“ ტურნირი გაიმართა (ფოტო – ვიდეო)

დღეს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გოლფის “ჩემპიონთა თასის“ ტურნირი გაიმართა.
სასტუმრო „ამბასადორის“ ინიციატივით, ტურნირი ,,ამბასადორ გოლფ კლუბში“ მოეწყო და მასში საქართველოში მოღვაწე 40-მდე უცხოელი ბიზნესმენი და დიპლომატი მონაწილეობდა, მათ შორის – საქართველოში მოქმედი საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მისიების ხელმძღვანელები, ასევე უცხოელი ბიზნესმენები და სამი ქართველი სპორტსმენი.12007310_1052663348090983_2070335898_n
მატჩი 11:00 საათზე დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაგან პირველი ადგილი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა, მეორე – მაიკ მარტლიმ, სემ სმარტმა და გარი დანქლიმ, ხოლო მესამე – შონ ჰოგანმა, ენკ ჰანმა და რეი პავლოსკისმა გადაინაწილეს. დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა, რასაც სასტუმრო ,,ამბასადორი“ და სამეფო ბავარიული ლუდი ,,კალტენბერგი“ მასპინძლობდნენ. ტურნირის მხარდამჭერი კომპანიები: “კასტელ ჯორჯია” , “ქრონოგრაფი”, “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” და ,,FREYWILLE” იყვნენ, რომლებმაც გამარჯვებულები სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს. ასევე, ტურნირის პარტნიორი იყო ლიბერლენდის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში.11998005_1052663354757649_1009398261_n
როგორც აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და ტურნირებს მხარს მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ. როგორც ტურნირის მონაწილეებმა აღნიშნეს, „ამბასადორ გოლფ კლუბი“ ერთადერთი ადგილია, სადაც ამ სპორტის მოყვარულებისა და პროფესიონალი მოთამაშეებისთვის გოლფის სათამაშოდ ყველა პირობა არსებობს.
აღსანიშნავია, რომ „გოლფ კლუბ ამბასადორს“ ერთი წლის არსებობის მანძილზე, უკვე 3 საერთაშორისო „გოლფ ტურნირი“ აქვს ჩატარებული. ორგანიზატორების ინიციატივით, „დიპლომატიური თასი გოლფში“ ყოველწლიურად გაიმართება.
წლევანდელი ტურნირი პორტალ “კვირას” საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა.

11997857_1052663341424317_6801993_n

12016423_1052663364757648_417125200_n

12021735_1052663368090981_353043049_n

12021816_1052663358090982_659804716_n

12023106_1052663458090972_759540209_n

12025275_1052663391424312_1395392941_n

12029060_1052663361424315_1611356472_n

12032405_1052663544757630_684474422_n

11998247_1052663628090955_320541971_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები