დავით ნარმანია თბილისის გზებზე არსებულ საცობებზე კომენტარს აკეთებს

დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე შექმნილ საცობებს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და მიზეზად სასწავლო წლის პირველი დღე დაასახელა.
„გამომდინარე იქიდან, რომ დღეს დაიწყო სწავლა, ყველა ცდილობს სკოლებში და საბავშვო ბაღებში მანქანით მიიყვანოს ბავშვი. ამიტომაც არის, განსაკუთრებით დილიდან, ინტენსიური მოძრაობა ქალაქში“, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ მერიას აქვს რამდენიმე პროგრამა, რომელზეც აქტიურად მუშაობს, რაც საცობების ნაწილობრივ შემცირებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები