ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 7,1 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
14 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 7,1 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს – დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთვნენ.
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო.
ამ დროისთვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია.
რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს „ცხელი ხაზი“: 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი: www.rtveli2015.gov.ge.