ოთარ დანელია: სიმწიფე გვიანდება და 2-3 დღეში რთველი უფრო აქტიურ ფაზაში შევა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინფორმაციით, კახეთში ქარხნებმა 7 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს, – ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ამ დროისთვის ქარხნებმა უკვე 7 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს, თუმცა სიმწიფე გვიანდება და 2-3 დღეში რთველი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 2 რთვლის შედეგად 300 მილიონ ლარამდე შევიდა კახელი გლეხების ოჯახებში. გარდა ამისა, ჩვენ 14 მილიონ ლარზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში დავხარჯეთ. დაახლოებით 70 მილიონს შეადგენს მხოლოდ მიმდინარე სამელიორაციო პროექტების ღირებულება, რომლის დიდი წილი მოდის სწორედ კახეთზე. ასევე, 150 მილიონის შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული სოფლის მეურნეობის დარგში.
რაც შეეხება უშუალოდ ყურძნის რეალიზაციას, ჩვენ, მერიის დახმარებით, თბილისში შევარჩიეთ 15 ადგილი, სადაც გლეხებს მოსავლის რეალიზაცია შეუძლიათ. სარეალიზაციო პუნქტებში ყურძნის ფასი 1-ლარიდან 2,5 ლარამდე მერყეობს”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები