2015 წლის 8 თვის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელს, რვა თვის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 14 პროცენტით ნაკლებია.
„2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6395 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი დაახლოებით 1459 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4937 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 3478 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის დოკუმენტში.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები