მოვა თუ არა უტა ივანიშვილი პოლიტიკაში – “მოქალაქე” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის შვილის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საზოგადოება “მოქალაქე” აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია – უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე – სამომავლოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები