სოზარ სუბარი: ყურძნის ფასი ქვეყანაში ნორმალურია

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა რთველთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყურძნის ფასს არეგულირებს საბაზრო ეკონომიკა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ყურძნის ფასი ქვეყანაში ნორმალურია.
„ყურძნისა და კარტოფილის ფასი ერთი და იგივე არ იქნება. რომელიღაცის ფასი იმატებს, რომელიღაც წელს იკლებს. ეს დამოკიდებულია მოსავალზე, ბაზრებზე. საბაზრო ეკონომიკა იმიტომ არის საბაზრო ეკონომიკა, რომ მას უნდა ვემორჩილებოდეთ. ეს არის ძალიან მაღალი მოსავალი, რაც განაპირობა იმან, რომ ძალიან კარგად იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა. ეს რომ არ ყოფილიყო, 30 %-ით ნაკლები მოსავალი იქნებოდა. ეს არ არის ცუდი ფასი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები