თამარ სანიკიძე: წლევანდელი წელი ჩვენთვის პედაგოგების წელი იქნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის სკოლის მოსწავლეებს მიულოცა.
მინისტრმა, განათლების სისტემის პრიორიტეტებზე საუბრისას პედაგოგთა ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ხაზი გაუსვა მათთვის ხელფასების მატების საკითხს.
მისივე თქმით, დაახლოებით ათასამდე სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით ათასამდე სკოლას. სახელმძღვანელოები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის, ოჯახისთვის, რომ მათ ზედმეტი რესურსი არ გაიღონ. რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი შედეგი მოგვცა ორივე პროგრამის განხორციელებამ შარშან, შარშანწინ, რადგან მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდა საგანმანათლებო რესურსი.
წლევანდელი წელი ჩვენთვის პედაგოგების წელი იქნება, იმიტომ, რომ ის ძირეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია, უნდა ერთად გადავწყვიტოთ და ამისათვის პედაგოგს დასჭირდება სახელმწიფოს მხრიდან რეალური ხელშეწყობა. დასჭირდება პროფესიას დაფასება, სახელფასო მატება. ამიტომ, ყველაფერი, რაც გავაკეთეთ და 2 წლის განმავლობაში რაც ვიმუშავეთ, მასწავლებლის ახალ სისტემაზე, ახალ სქემაზე, ჩვენ წელს ერთიანად დავიწყებთ დანერგვას“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები