ხანძარი შუახევში – გარდაცვლილია 47 წლის ქალბატონი

შუახევში, სოფელ ზემოხევში პირუტყვთა სადგომში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ შს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, შემთხვევას 47 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის კერა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალბატონის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა პირუტყვთა სადგომში ჯერ-ჯერობით უცნობია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები