გენგეგმის კონკურსში გამარჯვებული მომდევნო კვირას გამოვლინდება

თბილისის მერიაში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების საკონკურსო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დარჩენილი ექვსი კონკურსანტის ნამუშევრები განიხილეს, რომელთა პრეზენტაცია რამდენიმე კვირის წინ გაიმართა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსანტების ნამუშევრების შესახებ ექსპერტებმა თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსში გამარჯვებული მომდევნო კვირას გამოვლინდება.
“თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.
გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს. აღნიშნული მომსახურების საფასური 400 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. საკონკურსო წინადადებების მიღება 2015 წლის 01 აგვისტოს დასრულდა. შემოსული 11 განაცხადიდან კი მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია წინადადებების შეფასების შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინოს. წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით I ადგილისათვის – 50 000 ლარს, II ადგილისათვის – 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის – 20 000 ლარს შეადგენს“-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები