გიორგი სამანიშვილი: ყურძნის დამწიფებასთან ერთად მისი ფასიც მოიმატებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ ყურძნის დამწიფებასთან ერთად მისი ფასიც მოიმატებს.
„ყველას ვთხოვთ, ნუ აყვებიან იმ არასწორ ინფორმაციებს, რაც ხშირად ვრცელდება. ყურძნის დამწიფებასთან ერთად კახეთში მისი ჩაბარება იწყება და დღეს, ვისაც დამწიფებული აქვს ყურძენი, არავის აქვს მისი ჩაბარების პრობლემა. კახეთში დღეს ყურძენს 19 კომპანია იბარებს, აქედან 4 სახელმწიფო კომპანიაა. აქედან გურჯაანში დაემატა ერთი კომპანია, რომელიც უფრო მაღალ ფასად იბარებს, ვიდრე სახელმწიფო კომპანია და ყველა ყურძენი, რაც დღეს იკრიფება, გადამისამართებულია კოტეხის ქარხანაში, რომელიც თეთრ ყურძენში იხდის 70 თეთრს, ჭანდარის ქარხანა კი 85 თეთრს იხდის „საფერავში“.
ყურძნის დამწიფებასთან ერთად მისი ფასი მოიმატებს, თუმცა სახელმწიფოს ფასი რჩება იმ გარანტიად, რომ ყურძენი ჩაბარდება და მინიმალური ანაზღაურება უფრო მეტი იქნება, ვიდრე მისი ღირებულება“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ და აქციებს მართავენ. ისინი სახელმწიფოსგან სუბსიდირების თანხის გაზრდას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები