გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს და “ნატვრის ხის” წარმომადგენლებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
პრეზიდენტის სასახლეში საოპერო მომღერლები ნინო სურგულაძე, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ბარიტონი ალბერტო გაძძალე, ვიოლინო ფრანჩეს კადეგო და მაესტრო დანიელე რუსტიონი იმყოფებოდნენ.
მიღებაზე აღინიშნა, რომ 13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ოპერის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მიესალმება მსგავსი სახის საქველმოქმედო აქტივობებს და წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილეებს.
ნინო სურგულაძემ, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” დამფუძნებელმა, პრეზიდენტს პროექტით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით პრეზიდენტს და გაგვეცნო მისთვის ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი კონცერტი წარმატებით ჩაივლის და კიდევ ბევრ ბავშვს დავეხმარებით“, -აღნიშნა ნინო სურგულაძემ.„ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ჩავდებით იმაში, რომ ის მოლოდინი, რომელიც აქვს ჩვენ მიმართ ქართულ საზოგადოებას გავამართლოთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ და არაფერს დავიშურებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი თავი“,- აღნიშნა ფაბიო არმილიატომ.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა და შემოსული თანხით 11 ბავშვს მკურნალობა დაუფინანსდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები