ოთარ დანელიას პასუხი მევენახეებს: თქვენთვის გაწეული სუბსიდია ჩვენი მაქსიმალური რესურსია

ჩვენ ჩვენი ლიმიტები გვაქვს. ეს არის მაქსიმალური რესურსი, რაც გააჩნია სახელმწიფოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოახდინოს სუბსიდირება, – ასე უპასუხა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ იმ მევენახეებს, რომლებიც ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ და მთავრობისგან ფასის გაზრდას მოითხოვენ.

როგორც მინისტრი ამბობს, ფასების ფორმირებაში ჩარევა არც მთავრობის და არც მისი უწყების პრეროგატივა არა არის და მიიჩნევს, რომ მთავარია, მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი.

“გლეხების მოთხოვნა, რომ ჩვენ ჩავერიოთ ფასების ფორმირებაში, რომ ჩვენ რამე დავაძალოთ ქარხნებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ ვიზამთ. ამისთვის არ არის სახელმწიფო. სახელმწიფო ქმნის პირობას და ეს არის ის მინიმალური პირობა, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. ის სტიმული, რომ იყოს სუბსიდირება და როგორც ქარხნებს, ისე გლეხებს ჰქონდეთ თანამშრომლობის სურვილი და მოტივაცია. ამის მეტს ჩვენ ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ჩვენი ლიმიტები გვაქვს. ეს არის მაქსიმალური რესურსი, რაც გააჩნია სახელმწიფოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააკეთოს სუბსიდირება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები