კახა კახიშვილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ფონდის ბენეფიციარები მოინახულა.
მინისტრთან ერთად ფონდს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებიც ესტუმრნენ, მათ საჩუქრად ფონდს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და ფულადი დახმარება გადასცეს.
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი 5 წელია ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.
დაარსებიდან დღემდე დახმარება 160 ბავშვს და მათ ოჯახს გაეწია.
დღეისათვის მათი მზრუნველობის ქვეშ 45 ბავშვი იმყოფება, რომელთაგან 19 კონტროლზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ძვირად ღირებულ კვლევებს ფონდი სრულად აფინანსებს.
ქიმიოთერაპიის მძიმე კურსის შემდეგ ბავშვი, დედა და, ხშირ შემთხვევაში, მამა ან და-ძმები უფასოდ ცხოვრობენ ამ მიზნისთვის დაქირავებულ სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლში, სადაც მათთვის ყველაფერი უფასოა.
ფონდი ზრუნავს მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებაზე და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე.
ფონდი უზრუნველყოფს მკურნალობის დასაფინანსებლად საჭირო საბუთების მოგროვება – მოწესრიგებას, კვლევების დროულად ჩატარებას და ბავშვების საჭირო მედიკამენტებით მომარაგებას.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარება და მხარდაჭერა ბერი ანდრიას ფონდისადმი ერთჯერადი არ არის და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები