ნოდარ ჯავახიშვილი: მიიყვანენ საქმეს იქამდე, რომ გერგეთის სამებამდე მისასვლელ გზას საერთოდ არ გავაკეთებთ

გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა გერგეთისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ადგილობრივებისგან მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობას არ უღირს იმ გზის გაკეთება, რომლის გამოსყიდვაც იმაზე ძვირი დაუჯდება, ვიდრე უღირს.
„ახლა გადაწყვეტილი გვქონდა, რომ გერგეთის სამებამდე გაგვეყვანა გზა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებისა, და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისა. დადგა საკითხი, რომ 34 ლარი გადაგვიხადეთ, ბატონო, კვადრატულ მეტრ მიწაშიო. ეს თუ არ უღირს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არ უღირს საქართველოს ბიუჯეტსაც. მიიყვანენ საქმეს იქამდე, რომ იმ გზას არ გავაკეთებთ, საერთოდ. ამით ნიშნს კი არ მოვუგებ არავის, მაგრამ იცოდეთ, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ქვეყანას, ყველაფერი უღირს რაღაც ფასად. მე თუ გერგეთის სამებამდე მისასვლელი გზა მილიონები დამიჯდა, გარდა იმისა, რომ გზა უნდა გაკეთდეს თავისთავად, მაშინ მოვიცდით ცოტა ხანი, მანამდე, ვიდრე ადამიანების აზრი მივა იქამდე, რომ არ შეიძლება მთელი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე უცებ მოინდომო გამდიდრება“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები