კახა კალაძე კახელი გლეხების პროტესტს ეხმაურება
სუბსიდირების თემა თავიდან არ იყო გაწერილი, რადგან ჩვენ ვუყურებდით, თუ როგორ ხორციელდებოდა ღვინის გაყიდვა ძალიან ბევრ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
„სუბსიდირების თემა თავიდან არ იყო გაწერილი, რადგან ჩვენ ვუყურებდით, თუ როგორ ხორციელდებოდა ღვინის გაყიდვა ძალიან ბევრ ქვეყანაში.
უკვე ქართული ღვინის გატანა, მარკეტინგულად გაფართოება შევძელით. ამ ბიზნესით ასევე ღვინის კომპანიებს მივეცით შესაძლებლობა. ღვინის კომპანიებს სახელმწიფო დაეხმარა სხვადასხვა ქვეყნებში, – როგორც ყაზახეთში, ასევე ჩინეთსა და იაპონიაში და ამიტომ არ იგეგმებოდა სუბსიდირება, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში წარმოიქმნა, სახელმწიფომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.
კახელი მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს კახეთის სამ რაიონში: გურჯაანში, საგარეჯოსა და ყვარელში საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი.
ადგილობრივი მევენახეები მოთხოვნებს არ ცვლიან. ისინი ყურძნის ფასის გაზრდას და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.