თბილისში ოთხი ავტოფარეხი დაიწვა

თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ოთხი ავტოფარეხი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 50 წლამდე მამაკაცი.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები