ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ტყე-პარკის ერთ ჰექტარს უკიდია.
ადგილზე ახალციხის ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული. ხანძარი რამდენიმე საათის წინ, ჯერჯერობით, უცნობი მიზეზით წინუბანში, ტყის ქვედა მხარეს გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები