ერაყმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამერიკული ავიაგამანადგურებლები გამოიყენა

ერაყმა პირველად გამოიყენა ამერიკული ავიაგამანადგურებლები F-16 „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აშშ-დან ბაღდადში პირველი ოთხი ავიაგამანადგურებლის მიწოდება მიმდინარე წლის ივლისში მოხდა.
ერაყმა აშშ-ს 36 თვითმფრინავი შეუკვეთა, რომელთა საერთო ფასი 65 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ გასულ წელს მათი მიწოდება უსაფრთხოების მიზეზებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ისლამისტებმა ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს.
პენტაგონის ინფორმაციით, მთლიანად შაბათ-კვირის განმავლობაში აშშ-ს კოალიციამ სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწოფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები 21-ჯერ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები