ტარიელ ხეჩიკაშვილი იმერეთის გუბერნატორის თემას გამოეხმაურა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ჰქონდა თუ არა იმერეთის გუბერნატორის მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების პროცესში ზეწოლას ადგილი, ეს შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაარკვიონ.
მისივე თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არის სრულად ნეიტრალური.
“სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არის სრულად ნეიტრალური. ამას დაგვემოწმება ყველა კანდიდატი. ამ პრინციპის ერთგული დავრჩებით ბოლომდე და იმედი მაქვს, მას შემდეგ, რაც კანდიდატები დარეგისტრირდებიან სრულად, ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ გავეცნოთ მათ პროექტებს და ვისაუბროთ ფეხბურთის შემდგომ განვითარებაზე. ჩვენთვის ახლა მთავარია ეს პროექტები სრულად შევისწავლოთ და თანამშრომლობის ფორმაზე ჩამოვყალიბდეთ. დანარჩენი საკითხები ჩვენი კომპეტენცია არ არის. შესაბამისი სტრუქტურა გაარკვევს ალბათ, რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიამ მასში შემავალ თვითმმართველობებს წერილები გაუგზავნა, რომლის შემდეგაც თვითმმართველობებში არსებულმა საფეხბურთო კლუბებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლება მოითხოვეს.
როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის გარკვევა სპორტის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები