სააკაშვილი საკუთარ თავს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვერ ხედავს

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის საკუთარ თავს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მან უკრაინის „მე-5 არხთან“  ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მთავრობის მეთაური ამ ეტაპზე უნდა იყოს კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ფინანსურ საკითხებში და ბოლომდე თავისუფალია ოლიგარქების ინტერესებისგან. „ეს ყველაფერი მე მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე კარგად ერკვევიან ამაში და სხვა დეტალებში“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ უკრაინის ხელისუფლება მთლიანად პარალიზებულია და აუცილებელია „მთავრობის სრული გადატვირთვა ყველა დონეზე“. ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პორორშენკოს ვებგვერდზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის მოთხოვნით. ბოლო მონაცემებით, ელექტრონულ პეტიციას ხელი მოაწერა 5 ათასამდე ადამიანმა. იმისათვის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა განიხილოს, აუცილებელია 90 დღეში 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები