„სვანიძის ქუჩაზე მდებარე სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის აღდგენის შესახებ ხელისუფლებასთან მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობს“

სვანიძის ქუჩაზე მდებარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1963 წელს დაარსებული სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია სრულად განადგურებულია და აღდგენას საჭიროებს, – ამის შესახებ თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგემ მერაბ ალავერდაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ლაბორატორია 13 ივნისის სტიქიამ გაანადგურა. მასთან ერთად განადგურდა მისი აღჭურვილობაც და ტექნიკაც. როგორც ალავერდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ლაბორატორიის აღდგენის შესახებ ხელისუფლებასთან ამ დრომდე მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა მიღწეული.
„ ლაბორატორია სრულად განადგურებულია, აღარ არსებობს ტექნიკა, აღჭურვილობა, გადარჩა მხოლოდ კედელზე არსებული ხელსაწყოების საჩვენებელი სტენდი. 10 აგვისტოს შემდეგ ამოძრავდა პროცესი, დაიდო დასკვნები და ანგარიშები. დაიწყო სვანიძის ქუჩის მოსახლეობის დაკმაყოფილება. ალბათ ჩვენს ლაბორატორიასაც მიექცევა ყურადღება. ეს ლაბორატირია უნდა დარჩეს იმავე ადგილას, რადგან იმ ანგარიშში არის სამი ზონა გამოყოფილი – რისკის ზონა, რომელიც მდინარის სანაპიროებთან 10 მეტრამდე ვრცელდება; შეტბორვის ზონა, რომელიც 20 მეტრამდეა და მესამე – სტიქიის ზონა. ჩვენ მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ ჩვენი ლაბორატორია აღდგება. გვაქვს მერიასთან შეთანხმება და ალბათ მალე გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ მთავარია, რომ ლაბორატორია იგივე ადგილას დარჩეს.
ჩვენი ლაბორატორია, მდინარე ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლასთან ერთად, მომავალი სპეციალისტების აღზრდაზე მუშაობდა და ლაბორატორიაში სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიოდნენ. ჩვენი ლაბორატორია აკვირდებოდა წყლის დონეებს, მდინარის ხარჯებს. ყოველწლიურად უწყვეტად ვაწვდიდით ანგარიშებს საშუალო წლიური ხარჯების შესახებ, ხარჯების საშუალებით კი როგორც თხევადი წყლის, ასევე მყარი ჩამონადენის შესახებ ინფორმაციას “,- აღნიშნა ალავერდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები