მოსკოვის სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა – დნმ-ის ანალიზი დაინიშნა

მოსკოვის სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია გონჩაროვას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დნმ-ის ანალიზი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გონჩაროვა სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. როგორც ანასტასია წერს, ბენდუქიძის ცოლთან, ნატალიასთან 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, როცა ის დნმ-ის ნიმუშების განადგურებას ცდილობდა, ექსპერტიზის დანიშვნა საუკეთესო შედეგია.
„მინდა დავიჯერო, რომ ნატალის მხრიდან კვლავ არ იქნება ამ ექსპერტიზისთვის ხელის შეშლის მცდელობა“, – წერს ანასტასია გონჩაროვა ფეისბუქის გვერდზე.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შესანიშნავი სიახლეა ძალიან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის სამართლიანობის აღდგენისა და კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის შესანარჩუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები