თბილისში ელექტროენერგიის გაზრდასთან დაკავშირებით სემეკი ხვალ მორიგ სხდომას გამართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე კომპანია “თელასისათვის” ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
ტარიფის დადგენის მიზნით “თელასმა” კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა.
კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.
ხვალ დაგეგმილი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები