გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების „ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს ხელმძღვანელობამ, საზღვარგარეთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა და გენერალურმა კონსულებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები