გია ვოლსკი: განსაკუთრებული, სერიოზული შეტევა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელზე

ძალზე სერიოზული შეტევა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
“განსაკუთრებული, სერიოზული შეტევა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელზე, მისი გამოცხადება ქვეყნის და ადამიანების მოწინააღმდეგედ, – ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს -თითქოს რეფორმათა უმრავლესობა მისი დახმარებით არ იყოს გაკეთებული საქართველოს მასშტაბით, თითქოს მას სჭირდებოდეს ადამიანთა გაღარიბება იმისათვის, რათა “ნაციონალურ მოძრაობას“ შემდეგ მიეცეს საშუალება, რომ მაღალი ტრიბუნიდან გააკეთოს ესოდენ მართლაც უტიფარი განცხადებები“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები