43 წლის მამაკაცმა გაზის ბალონის აფეთქების შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო

დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში 43 წლის მამაკაცი მოათავსეს, რომელმაც გაზის ბალონის აფეთქების შემდეგ სხეულის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ რეანომობილით ფოთიდან გადმოიყვანა.
„პაციენტს გაზის ბალონი აუფეთქდა. აფეთქების შედეგად, 43 წლის მამაკაცმა სხეულის 25- პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. პაციენტს აღენიშნება მე-2-3 ხარისხის დამწვრობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გარდა სხეულის დამწვრობისა, მას სასუნთქი გზებიც დამწვარი აქვს. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები